უცხო ენის სწავლის უამრავი გზა არსებობს და თითოეულ მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი
მხარეები, საუკეთესო გზა კი თქვენზე მორგებული კომბინაციაა.
.
სწავლა საქართველოში
განვიხილოთ ჯგუფური კურსები, რომლებიც საქართველოში შეგიძლიათ გაიაროთ, როგორც უცხო ენის სწავლის გზა. პირველ რიგში, აუცილებელია ისეთი კურსის ნახვა, რომელიც თქვენს საჭიროებებს შეესაბამება. მათი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ გეყოლებათ მასწავლებელი ან ტუტორი, რომელიც ენის დაუფლებაში დაგეხმარებათ. ასევე ჯგუფური ურთიერთდახმარებით ძალიან მარტივდება და უმჯობესდება სწავლის პროცესი. ოფიციალური კურსები თქვენს სწავლას სტრუქტურულს ხდის. მიუხედავად ამისა, ასეთი კურსებს ყველას ვერ ვურჩევთ, ზოგი უბრალოდ არაკომფორტულად გრძნობს თავს ჯგუფურ სამეცადინო ოთახში და ურჩევნია დამოუკიდებლად ისწავლოს შესაფერის დროს.
გადავიდეთ ჯგუფური კურსების უარყოფით მხარეებზე, რომლებიც ძალიან თვალსაჩინოა. შეიძლება ითქვას რომ მოსწავლეების 80% ჯგუფებში ძალიან მცირედ ან საერთოდ ვერ იუმჯობესებს ენის ცოდნის დონეს. ალბათ თქვენც გამოგიცდიათ ან გყავთ მეგობრები და ნათესავები, რომლებიც უცხო ენას სწავლობდნენ წლობით სკოლასა და უნივერსიტეტში, გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგებიც, მაგრამ მათი ენის ცოდნის დონე მაინც საშუალო ან საშუალოზე დაბალია, რაც კატასტროფული მაჩვენებელია ამდენი დროის დანახარჯის გათვალისწინებით. საქმე იმაშია, რომ ჯგუფური სტრუქტურული მეცადინეობები ვერ ქმნის უცხო ენის სწავლის შესაბამის პირობებს. სინამდვილეში ყველა ადამიანი სწავლობს ინდივიდუალურად, რაც ხშირად უგულებელყოფილია, თავად კურსები და სახელმძღვანელოები კი ძალიან მოსაწყენია.
სწავლა საზღვარგარეთ
საზღვარგარეთ სწავლა საუკეთესო არჩევანია თუკი თქვენი პრიორიტეტი სასაუბრო ენაა. რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ სწავლა უამრავ ხარჯს უკავშირდება და იგი მათთვისაა, ვინც ენის სწავლაში მეტი ფულის დახარჯვისთვის მზადაა. ამ დანახარჯს არ ინანებთ, თუ უცხოეთში გატარებული დრო სახალისოც იქნება და შედეგიანიც.
საზღვარგარეთ სწავლის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მთლიანად იმ ენით ხართ გარემოცული რომელსაც სწავლობთ, არა მხოლოდ კლასში, არამედ კლასის გარეთაც, ამიტომ საკმაოდ სწრაფად უნდა იგრძნოთ პროგრესი. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ სასაუბრო ენა უცხოეთში ყოფნისას ძალიან სწრაფად უმჯობესდება, რასაც ვერ ვიტყვით გრამატიკულ ცოდნასა და ზოგადად, ლექსიკის სიმდიდრეზე, რადგან ჩვეულებრივ სასაუბრო ენაში არც ისე ბევრ უნიკალურ სიტყვას იყენებენ.
როგორც აღვნიშნე, საზღვარგარეთ სწავლის მთავარი უარყოფითი მხარე ხარჯია.
ასევე აუცილებელია დრო და სურვილი. თუ თქვენ რომელიმე ქვეყანაში თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, ეს, რა თქმა უნდა, შეანელებს ენის სწავლის პროცესსაც.
ონლაინ კურსები
ონალინ კურსები უცხო ენის სწავლის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. დაბალი ფასები, სწავლების ინდივიდუალური მეთოდები, მოქნილობა, ინგლისურენოვან მასწავლებლებთან საუბრის შესაძლებლობა, უპირატესობების ამ სიის გაგრძელება ალბათ დაუსრულებლად შეიძლება და რაც მთავარია, ზოგავთ დროს!
2) კურსები საინტერესოა და სწავლის პროცესი – კომფორტული. არსებობს ენების სასწავლო უფასო აპლიკაციები და საიტები, როგორიცაა busuu.com და duolingo.com.
ასწავლე საკუთარ თავს
თუკი შრომა არ გეზარებათ, გაქვთ მაღალი კონცენტრაციის უნარი, ინტერესი და მონდომება, ასწავლეთ საკუთარ თავს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს შეიძლება ყველაზე ეფექტური, სწრაფი და მარტივი გზა აღმოჩნდეს თქვენთვის უცხო ენის სასწავლად. არსებობს უამრავი თვითმასწავლებელი სახელმძღვანელო, დისკები, ვიდეოები. საიტზე azargrammar.com შეგიძლიათ ნახოთ ინგლისურის ყველასთვის კარგად ცნობილი გრამატიკა უამრავი სხვა საინტერესო მასალით. საკმარისია, საკუთარი თავი დაიტვირთოთ სხვადასხვა სახელმძღვანელოებით და თქვენ რამდენიმე თვეში ისაუბრებთ ინგლისურად იმათზე უკეთ, ვინც ათ წელზე მეტ ხანს სწავლობდა სკოლაში, უნივერსიტეტში, კერძო მასწავლებლებთან და ტრენინგ ცენტრებში. ადამიანები, რომლებმაც უცხო ენა დამოუკიდებლად ისწავლეს, აღნიშნავენ, რომ სწავლის პროცესი იყო მარტივი და საინტერესო. მეც სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს განვეკუთვნები. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმღვანელოებით სწავლება საუკეთესოა მაშინ, თუ წერა-კითხვის დაუფლება გსურთ და სასაუბრო ენა იმდენად არ განაღვლებთ.
მოკლე დიალოგი ლინგვისტ ტუტორთან. კითხვა-პასუხი: როგორ ვისწავლოთ უცხო ენა
ენის გაზიარება
უცხო ენის სწავლის ძალიან კარგი გზაა ისეთი პარტნიორის ნახვა, რომელსაც ამ ენას გაუზიარებთ. შესაძლოა ეს იყოს ადამიანი, რომელიც საუბრობს იმ ენაზე, რა ენის სწავლაც თქვენ გსურთ და თავად მას უნდა თქვენი მშობლიური ენის სწავლა. ეს მეთოდი საუკეთესოდ მოშაობს, როცა ორივე პარტნიორმა იცის უცხო ენა დაახლოებით საშუალო დონეზე. ენის გაზიარება ახალი მეგობრების შესაძენადაც ძალიან კარგი გზაა.
გლობალიზაცია თანამედროვე ტერმინია და ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. ის ასევე ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულიბის ზრდის შედეგად. სპეციფიურად, ეკონომიკურ კონტექსტში ის ხშირად იგულისხმება როგორც ვაჭრობის პირდაპირი შედეგი, განსაკუთრებით, სავაჭრო ლიბერალიზაციის ანუ „თავისუფალი ვაჭრობის“ შედეგი. 1910 და 1950 წლებს შორის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გარდატეხებმა დროებით მკვეთრად შეამცირა საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნლობა და მოცულობა. მაგრამ დაწყებული პირველი მსოფლიო ომიდან, გაგრძელებული მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ბრეტონ ვუდსის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა (საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ, en:IMF) და GATT (en:GATT)), გლობალიზაციის კურსი პოლარულად შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების ხანაში, საერთაშორისო ვაჭრობის გეოგრაფიული არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 70-იან წლებში ამგვარი ვაჭრობის ეფექტი უკვე საგრძნობი გახდა ისევე, როგორც სარგებლის მომტანი, ასევე დამთრგუნველი ეფექტებით.
მიუხედავად იმისა, რომ სამივე ასპექტი მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული, მნიშვნელოვანია გლობალიზაციის თითოეული ასპექტის — ეკონომიკურის, პოლიტიკურისა და კულტურულის — მნიშვნელობის განსაზღვრა. დამატებით მნიშვნელოვანი ასპექტია ასევე ტექნოლოგიური ცვლილებანი, განსაკუთრებით ტრანსპორტსა და კომუნიკაციებში, რაც, როგორც ამტკიცებენ, უშუალოდ მონაწილეობს გლობალური სოფლის შექმნაში.
მუნდიალიზაცია (მუნდიალ — მსოფლიო) არის მსოფლიო მოძრაობა, რომელიც გამორიცხავს ლიბერალიზაციას. მუნდიალიზაცია მოიცავს სპეციფიური ტერიტორიის (მაგ. ქალაქის, დაბის, ქვეყნის) — დეკლარაციას მსოფლიო ტერიტორიად, რომლის უფლება-მოვალეობანიც მსოფლიო მასშტაბის იქნება.
რიანა (ინგლ. Rihanna /riːˈɑːnə/), სრული სახელი რობინ რიანა ფენტი (დ. 20 თებერვალი, 1988) ბარბადოსელი მომღერალია, რომლის შემოქმედებაც პოპის, R&Bს, რეგის და საცეკვაო მუსიკის გავლენას აჩვენებს. რიანას სადებიუტო ალბომი იყო Music of the Sun (2005) რომელიც ბილბორდი (ჟურნალი)-ს მონაცემებით ტოპ ათეულის მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მის სინგლს “Pon de Replay” ბილბორდის ჩარტების მეათე ადგილი ერგო. მისი მეორე ალბომი იყო A Girl Like Me (2006)რომელმაც მე-5 ადგილი დაიკავა ამერიკის ჩარტებში თავისი სინგლით “SOS”. Good Girl Gone Bad (2007) იყო მესამე ალბომი ჰიტებით: “Umbrella”, “Don’t Stop the Music”, “Take a Bow”, და “Disturbia”. ეს ალბომი ნომინირებული იყო 9 ნომინაციაში, გაიმარჯვა საუკეთესო რეპთან შერწყმული სიმღესისათვის(Umbrella).
მისი მეოთხე ალბომი იყო Rated R (2009), სინგლებით: “Russian Roulette”, “Hard”, და ნომერ პირველი ჰიტით “Rude Boy”. მეხუთე Loud (2010), ნომერ პირველი ჰიტებით: “Only Girl (In the World)”, “What’s My Name?”, და “S&M”. მისი მეექვსე ალბომი იყო Talk That Talk (2011)ჰიტებით “Where Have You Been” და მსოფლიოს ჩატების მპყრობელი ჰიტით “We Found Love”. რიანას მეშვიდე ალბომი Unapologetic (2012) გახდა ნომერ პირველი ბილბორდის ჩატებში თავისი ნომერ პირველი ჰიტით “Diamonds” და “Stay”. სოლო სიმღერების გარდა ის მუშაობდა ემინემთან “Love the Way You Lie”, თი.აი.-სთან “Live Your Life”
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.
1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია.
1918 წლის 26 მაისს მიღებულ იქნა “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო, საქართველო მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია.
“დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკაკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს:
1)ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2)დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.
3)საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
4)საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი – მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
5)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
6)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.
7)დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
ბიძინა ივანიშვილი (დ. 18 თებერვალი, 1956, ჭორვილა, საჩხერის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი დამეცენატი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წლიდან. 2000 წლიდან სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.
ადრეული წლები
ბიძინა ივანიშვილი დაიბადა სოფელ ჭორვილაში (საჩხერის მუნიციპალიტეტი), მამა ჭიათურმანგანუმის კომბინატის მემაღაროე იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა“.
მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ჯერ არმირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი კომპიუტერებით ვაჭრობდა. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ამ დაკვეთის შედეგად მას სოლიდური თანხა დაუგროვდა, რითიც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა.
1988 წელს ივანიშვილმა დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა. გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები. ამის შემდეგ მათ ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს ჰონგ-კონგში. 1990 წლისთვის ივანიშვილი ელექტრო-ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იყო რუსეთში. დაგროვებული კაპიტალით ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ბანკი „როსკრედიტი“.
აქტივები, საქველმოქმედო და სხვა საქმიანობა
ივანიშვილის სრულ ან წილობრივ საკუთრებაშია: უძრავი ქონებისა ჰოლდინგ-კომპანია „მეტალოინვესტი“, სააფთიაქო ქსელი „ექიმი სტოლეტოვი“, „იმპეკსბანკი“, „ინტერფინდ ტრეიდი“, „სტოილენსკის ნივა“, „ტიაჟმეხპრესი“, „რტი-კაუჩუკი“ რადიოტექნიკური ნაწარმის ურალის ქარხანა, „ერკაფარმა“, სადაზღვევო კომპანია „რკ-გარანტი“, სასტუმროები „მინსკი“ და „ცენტრალური“, სატრანსპორტო კომპანია „წიაღისეულის გადაზიდვის ცენტრი“; საქართველოში: კვების პროდუქტების კომპანია „თოლია“, ბანკი „ქართუ“.
ივანიშვილის სახელს უკავშირდება სათხილამურო კომპლექსის „ბაკურიანი-2“-ის მშენებლობა, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების რეკონსტრუქცია, ტელეკომპანია „მე-9 არხი“, და ა.შ.
პოლიტიკური მოღვაწეობა
2011 წლის 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ის საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიმონაწილეობის მიღებას აპირებდა. 2 დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს, ივანიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც თავის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდა. 11 ოქტომბერსსამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. 17 ნოემბერს მან საქართვეოს პრეზიდენტს მიმართა მოქალაქეობის მიღების თხოვნით.
2012 წლის 21 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია ჩამოაყალიბა თავის ძირითად პოლიტიკურ პარტნიორებთან: საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი. მოგვიანებით, კოალიციას შეუერთდა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა და მიიღო 85 მანდატი 150-დან. არჩევნების შემდეგ ივანიშვილს ხელახლა მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
გლობალური დათბობის პროცესში დიდ როლს ასრულებს კლიმატის ცვლილება (ინგლ. Climate change) — დედამიწის კლიმატური რხევა, რომელიც ვლინდებოდა ან ვლინდება დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა რეგიონსა თუ რაიონში. წარსულში გლობალური კლიმატური ცვლილებანი შეეხო დედამიწის ხმელეთის დიდ უბნებს; ცვლილებანი თანადროულ დროშიც გრძელდება. დედამიწის კლიმატური ისტორია მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ასეულობით მილიონ წელს.კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს მეცნიერების სპეციფიური დარგი – პალეოკლიმატოლოგია.კლიმატი ანუ ჰავა – გარკვეულ ადგილებზე წლიდან წლამდე განმეორებადი ამინდის ტიპია. კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებია: 1) მზის რადიაცია; 2)ატმოსფეროს ცირკულაცია; 3) ქვეშ არსებული ზედაპირის ხასიათი (უპირველესად ხმელეთის და წყლის თანაფარდობა)
მზის სითბოსა და ტენის გადანაწილებაზე მოქმედებს აგრეთვე კონტინენტების განფენილობა, სანაპირო ხაზის დანაწევრება, ადგილის აბსოლუტური სიმაღლე, მთების განლაგება, მთის ფერდობთა ექსპროპრიაცია, ოკეანური დინებები.
კლიმატი, როგორც ყველა მეტეოელემენტი, ზონალურია, თითოეულ ნახევარსფეროში გამოყოფენ 8 კლიმატურ სარტყელს:
ეკვატორული კლიმატური სარტყელი
სუბეკვატორული კლიმატური სარტყელი
ტროპიკული კლიმატური სარტყელი
სუბტროპიკული კლიმატური სარტყელი
ზღვიური კლიმატური სარტყელი
სუბარქტიკული კლიმატური სარტყელი
სუბანტარქტიკული კლიმატური სარტყელი
არქტიკული კლიმატური სარტყელი
გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით “დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით”, რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.
ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა
უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.
საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორი ბან კი-მუნია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება
დედამიწაზე ახალი კლიმატური ეპოქა დადგა
დედამიწაზე ახალი კლიმატური ეპოქა დადგა. ჯერ არავის შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ უახლოეს მომავალში როგორი იქნება დედამიწაზე კლიმატი. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ის ვითარება, რომ წამყვანი მეცნიერი კლიმატოლოგები ხშირად აპელირებენ წარსულზე.
რაც შეეხება 2011-2012 წლებს, იქნება გარდატეხა ე.წ. კვანტურ ევოლუციურ ნახტომში, რომელიც დაიწყება მიმდინარე წლის ნოემბერში და დასრულდება 2013 წლის პირველ ნახევარში.
დედამიწა აქტიურად იცვლის ვიბრაციულ სიიხშირეს, რის გამოც ადამიანებს სულ უფრო მეტად უჩნდებათ გაღიზიანების მომენტები, მწვავდება ქრონიკული დაავადებები. განსაკუთრებულ გავლენას კლიმატური ცვლილებები იწვევს ადამიანის ფსიქიკაზე, რაც, თავის მხრივ, აგრესიის განმაპირობებელია.
სეისმოლოგები აკეთებენ გაფრთხილებებს ახალ მიწისძვრებთან დაკავშირებით. მეცნიერებმა ცუნამის წარმოქმნის საშიშროება ხმელთაშუა ზღვაშიც კი იწინასწარმეტყველეს.
მიმდინარე წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ამინდმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ის ისეთივე არ არის როგორიც ადრე. მაგალითისთვის: პოლონეთსა და რუმინეთში მოვიდა თოვლი; ამერიკაში – დამანგრეველი შტორმი და 362 ტორნადო; იტალიასა და ესპანეთში – ანომალიური სიცხეა, ხოლო ციმბირში უკვე ზაფხული დადგა; ტაილანდში მუსონების სეზონი ივნისის ნაცვლად აპრილში დაიწყო; დიდ ბრიტანეთში უჩვეულოდ მშრალი და თბილი ამინდია, რაც ტყის ხანძრების მიზეზი გახდა; გასული ზამთარი არქტიკაში 5 გრადუისით თბილი აღმოჩნდა.
ჰიდრომეტეოროგები მიიჩნევენ, რომ კლიმატის ცვლილების მიზეზი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გოლფსტრიმის თბილის დინების 8 მილით გადაადგილება გახდა.
ნასას ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ანომალია უშუალოდ უკავშირდება ტემპერატურის გლობალურ მომატებას. ბოლო 20 თვის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურა უფრო მაღალი იყო, ვიდრე გასული 130 წლის განმავლობაში. 2010 წლის იანვარ-აპრილში ტემპერატურა აბსოლუტურ სარეკორდო მაჩვენებელს მიაუხლოვდა.
“მათემატიკური მოდელები აჩვენებს, რომ ტემპერატურა შემდგომშიც გაიზრდება”, – განაცხადა “ნასას” ხელმძღვანელმა ჯეიმს ჰანსენმა.
მსოფლიო დიდი საშიშროების წინაშეა ემუქრება თუ არა მსოფლიოს 10 საოცრებას განადგურება დაახლოებით 2030 წელს?
ტურისტულმა პორტალმა “Budget Travel”-მა, გაქრობის პირას მისული ბუნების 10 საოცრების ნუსხა გამოაქვეყნა. მათი განადგურების თარიღად მეცნიერები 2030 წელს ასახელებენ.
გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
1 ბელიზის ბარიერული რიფი – მნიშვნელოვნად დაზარალდა. მრავალ ადგილას მან მარჯნების 50% დაკარგა, ისინი გაუფერულებას ამ დრომდე განაგრძობენ. ამის მიზეზი გლობალური დათბობაა.
2. კონგოლეზის ღრმული – ეს ამაზონის შემდეგ სიდიდით მეორე მასივია, რომლის ფლორისა და ფაუნის ორი-მესამედი 2040 წლისთვის, გაეროს დასკვნის თანახმად, განადგურდება. მისი გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გარემოს დამცველები ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებენ. ამჟამად ტყეებს ინტენსიურად ჩეხავენ, რადგან ფერმერები პირუტყვისთვის საძოვრის ნაკლებობას განიცდიან. აფრიკაში მაღაროების ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობს.
3. მკვდარი ზღვა – ბოლო 40 წლის განმავლობაში მისი მოცულობა მესამედით შემცირდა, ზღვის დონემ კი 24 მეტრით დაიკლო. შედეგად დაახლოებით 50 წელიწადში მკვდარი ზღვა აღარ იარსებებს. ამასთან, კოსმეტიკის მწარმოებლები ზღვის ფსკერის მინერალურ მარაგს ანადგურებენ.
4.ევერგლეიდსის ეროვნული პარკი (აშშ, ფლორიდა)-ფლორიდის პარკის ტერიტორია ერთადერთი ადგილია, სადაც ფლორიდული პანტერა ბინადრობს, პარკის მოცულობა უკვე 60%-ით შემცირდა.
5.მადაგასკარი – თუკი ამ აფრიკული სახელმწიფოს ტყეების გადარჩენაზე არ იზრუნებენ, 35 წელიწადში ისინი მთლიანად გაიჩეხება და დაიწვება. მადაგასკარის მკვიდრნი კი დაიღუპებიან.
6. მალდივის კუძულები -თუკი გლობალური დათბობის პროცესი გაგრძელდება, ეს კუნძულები, რომლებიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობენ, ჩაიძირება.
7.ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები -გლობალური დათბობა განადგურებით ანტარქტიდის პინგვინების 80%-ს ემუქრება. არქტიკაში ამ ბედს თეთრი დათვებიც გაიზიარებენ. პოლარული ყინულის დადნობასთან ერთად, ეკოსისტემები იღუპებიან. 20-40 წლის შემდეგ ანტარქტიდაში ახალი ყინულის მასივები აღარ შეიქმნება.
8. ვეფხვების პოპულაცია – ვეფხვების ნახევარზე მეტი ინდოეთის ბინადარია. მსოფლიოში მათი რაოდენობა ამჟამად 3200-ია. ვეფხვები, შესაძლოა, 12 წელიწადში მთლიანად განადგურდნენ. მარტო ჩინური ტრადიციული მედიცინის საჭიროებისთვის დღე-ღამეში საშუალოდ თითო ვეფხვს კლავენ.
9.ტაჰუამანუს ჯუნგლები (პერუ) -პერუს პროვინციაში მადრე დე დიოსში წითელი ხის მარაგი მოიპოვება. წითელი ხე ტაჰუამანუს ჯუნგლებში ხარობს. უკანონო ჩეხვის გამო ხეების რაოდენობა დღითიდღე ნადგურდება. მხოლოდ აშშ წითელი ხის 80 %-ს მოიხმარს. ხისგან ავეჯს აწარმოებენ.
10. იანძის მდინარის აუზი-მკვლევარებმა აღიარეს, რომ ამ რეგიონში არსებული ფლორა და ფაუნა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მაგრამ ტურისტების მიერ დახარჯულმა თანხებმა, შესაძლოა, ბუნება განადგურებისგან იხსნას.
საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. მისი მშობლები ივანე და ოლღა, განათლებული, კულტურული ადამიანები იყვნენ. ბაბუა კი, ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე. მერაბ კოსტავას პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ (მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე) ითამაშა, რომელიც პოლიტიკური აქტიურობისთვის ციმბირში გადაასახლეს. მისი თავისუფლებისმოყვარე იდეები ბავშვობიდან აყალიბებდა მერაბს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად.
1946 წელს მერაბი შეჰყავთ თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში. გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით. მეგობართა წრეში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მუდამ შემართული იყო მათ დახმარებასა და თანადგომაში.
მერაბს კარგი მუსიკალური მონაცემები აღმოაჩნდა და მე-9 კლასიდან სწავლას აგრძელებს ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. მას შეეძლო ცნობილი ხელოვანი გამხდარიყო: კარგად უკრავდა, მღეროდა, წერდა ლექსებს, მაგრამ ბავშვობიდან მისი მისია თავისუფლებისათვის ბრძოლა იყო. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან იწყება მერაბ კოსტავას პოლიტიკური მოღვაწეობა. სკოლაში გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას. იგი ზვიად გამსახურდიასთან და რამდენიმე თანატოლთან ერთად აარსებს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ პირველ პატრიოტულ არალეგალურ ორგანიზაციას “გორგასლიანი”.
1956 წლის დეკემბრის სუსხიან დღეებში თბილისში, რუსთაველისა და პლეხანოვის გამზირებზე, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა: “ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”. ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა-გავრცელების გამო საიდუმლო ორგანიზაცია “გორგასლიანის” წევრები დაიჭირეს. ასე მოხვდნენ სკოლის მერხიდან საპყრობილეში იმდროინდელი თბილისის ელიტური ოჯახების შვილები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე, ანატოლი მიქაძე, გურამ დოჩანაშვილი… მერაბ კოსტავა მაშინ მეათე კლასის მოსწავლე იყო. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.
1958 წელს მერაბ კოსტავა ამთავრებს ათწლედს და წარმატებით აბარებს მისაღებ გამოცდებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. კონსერვატორიაში სწავლისას, პროფესორი ლადო დონაძე, რომელიც მერაბის სადიპლომო ნამუშევრის – “ბაირონი დასავლურევროპულ სიმფონიურ მუსიკაში” ხელმძღვანელი იყო, ამბობდა: “არც მერაბ კოსტავამდე და არც მას შემდეგ კონსერვატორიაში დიპლომი ასე არავის დაუცავსო!” კონსერვატორიის დასრულების შემდეგ სხვადასხვა წლებში მუშაობს მუსიკის მასწავლებლად რუსთავისა და თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში.
1967 წლიდან იწყებს მუშაობას რედაქტორად ჟურნალ “ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში”. აქვეყნებს მთელ რიგ წერილებს ქართული მუსიკისა და თეატრის განვითარების საკითხებზე.
1972 წელს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც უმალ ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: „მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო” და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისათვის.
1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბ კოსტავას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ „ოქროს საწმისის” გამოცემა იყო. “ჩვევად გვქონდა, მე და მერაბი დილით ეზოში ჩამოვსხდებოდით ხოლმე. ერთ დღესაც გამოვედი და მერაბი არ დამხვდა. მისი აივნისკენ გავიხედე და შევნიშნე, ვიღაც იდგა ფარდის უკან. მისი ნათქვამი გამახსენდა, დამიჭერენო. ეზოს ჭიშკარს გავხედე – ორი საეჭვო უცნობი იდგა. მივხვდი, მერაბის სახლში კა-გე-ბე იყო შესული” – იხსენებს მერაბის დაპატიმრების შემთხვევას მისი მეგობარი.
1980 წელს გადასახლებულ იქნა ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში. დედამ და მისმა მეგობარმა მოახერხეს მერაბის მონახულება. “ჩვენ ეზოში ვიდექით. ისე აღელდა, უკან გაბრუნდა, ახლოს მოსვლა ვერ შეძლო. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა და გადაგვეხვია… ავტირდი. მერაბი კი მტკიცე კაცი იყო, მის თვალზე ცრემლი არასდროს დამინახავს. ერთი კვირა დავრჩით კვიტოკში, მერაბმა თავისი მოყვანილი ბოლოკი და წიწმატი მოიტანა სუფრაზე და შემოგვჩივლა, აქ პატარა ბოსტანი გავაკეთე, იქ, ჩვენთან, ბოლოკი კონად მოდის, აქ კი სათითაოდ იკეთებს თავსო. გაგვეცინა, არ იცოდა, რომ ჩვენთანაც სათითაოდ მოდიოდა ბოლოკი და უბრალოდ შეკონილი იყიდებოდა” – იხსენებს ზურაბ შაუთიძე.
გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც “ხულიგანს“ და ციმბირში ქ. ანგარსკში გაამწესეს. მერაბ კოსტავა შეურიგებლად იცავდა არა მარტო თავის, არამედ ყველა პატიმრის ღირსებას და ის ზედმეტი ხუთი წელი სწორედ ამ შეურიგებლობის საზღაური გახდა. უცნაურია, მაგრამ სუკ–შიც და ციხეშიც დიდ პატივს სცემდნენ. მისი მიმტევებელი და კაცთმოყვარე ბუნება ერთნაირად აღაფრთოვანებდა მილიციელსაც და პატიმარსაც.
ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფნის პერიოდს მერაბი ასე იხსენებს: “პერმის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი და მთელი ღამე ხტუნვაში გავატარეო. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს “გასატანად” მოვიდნენ, გაოგნებული დარჩნენ, როცა დავუძახე: “პრივეტ, ბრატცი!”
1978 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავა ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე. იმ პერიოდში მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებში და მის სამეგობროში ჰქონდათ. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ერთადერთმა ვაჟმა – 25 წლის ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.
პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება იძულებულია, გაათავისუფლოს მერაბ კოსტავა. 1987 წლის 30 აპრილს იგი 10–წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში ბრუნდება. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, მას არაერთი “თბილი” თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მერაბმა მუსიკის მასწავლებლობა არჩია, ასწავლიდა ბარნოვის ქუჩაზე, მუსიკალურ შვიდწლედში.
ციცინო მაღლაფერიძე: “ახალი ჩამოსული იყო, როცა ჩემთან სახლში მოვიწვიე. იმჟამად ტრანსკავკასიური რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით დიდი ამბები იყო ატეხილი. სუფრაზე ჩემმა მეგობარმა მერაბს ჰკითხა – “ბატონო მერაბ, მგონია, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რკინიგზა არ უნდა გავიდესო“. იმ წუთში რკინიგზის პრობლემა ძალიან პატარად ეჩვენა და ერთობ უცნაური პასუხი გასცა – “რა თქმა უნდა, არ უნდა გავიდეს, მაგრამ გავა თუ არ გავა ტრანსკავკასიური რკინიგზა, საქართველო მაინც იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა! ჩვენ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ ხალხი შევამზადოთ დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობა გარდაუვალია!” ამის გაგონების შემდეგ ჩემი მეგობარი შეცბა, რადგან იმ წუთში დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მერაბს საქართველოს მომავალზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი; იმ წუთში არ თქვა, მაგრამ მან იცოდა როგორ და რა გზით უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ამის შესახებ ჩემთვის არაერთხელ უთქვამს; რასაც ამბობდა, ძალიან მომწონდა, მაგრამ განხორციელება უტოპიურად მიმაჩნდა. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ მერაბი მართალი იყო, მას ეს ყველაფერი გააზრებული ჰქონდა“.
მერაბ კოსტავას საქართველოში დაბრუნებას ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთება მოჰყვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა შეუქცევადი გახდა.
1987 წლის 26 მაისს, ჯავახიშვილის N1–ში (ამჟამად ზანდუკელის ქუჩა), მერაბის ეზოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
ციცინო მაღლაფერიძე: “30–მდე ახალგაზრდა შეიკრიბა. მცირერიცხოვანი, მაგრამ პირველი მიტინგი ჩატარდა. ჩვენთვის ეს მაშინ სიახლე იყო. მერაბმა სიტყვით გამოსვლისას ამ დღის მნიშვნელობა ახსნა და დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის ბრძოლაზე ისაუბრა. შემდეგ თავისი სახლის სახურავზე სამფეროვანი დროშა აიტანა და დაკიდა. დაახლოებით საათნახევარში მილიციელები მოვიდნენ და მერაბს დროშის ჩამოღება მოსთხოვეს. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. მერე დროშა თავად მილიციელებმა ჩამოიღეს, რაზეც მერაბმა ასეთი რამ უთხრა – “ცოტა ხანში მთელ საქართველოში, ყველა სახლის სახურავზე ეს დროშა იქნება აღმართულიო“.
მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორია. ზვიადი და მერაბი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ერთხელ დედამისისთვის უთქვამს – „დედი, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ უფალი მიყვარს, მერე ზვიადი, მერე კი შენო”. ზვიადს რომ დაინახავდა, თურმე აღარავინ ახსოვდა. მასთან ერთად ხელმძღვანელობდა მიტინგებს 1988 წლის ნოემბრის დღეებსა თუ 1989 წლის აპრილში. 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით „შავლეგო” შეარქვა და შალვა ახალციხელივით მარადისობას აზიარა.
1989 წლის 9 აპრილს მ. კოსტავას კვლავ აპატიმრებენ მიტინგის ორგანიზებისათვის. 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 9–ში დატრიალებული ტრაგედიის გამო დანაღვლიანებული და იმავდროულად გაკვირვებული იყო, ხალხი ვერ იცნო – “ასე მოკლე დროში, ასეთი მეტამორფოზა, ძალიან იშვიათად ხალხმა განიცადოსო“.
9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ. როდესაც მერაბს ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, ის პასუხობდა: “მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო”.
ეროვნული მოძრაობის აზვირთების წლებში (1988–1989) მერაბ კოსტავას დახმარებისთვის უამრავი ადამიანი აკითხავდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ციცინო მაღლაფერიძე: “ყველა თავის გაჭირვებაზე ჩიოდა. თავიდან რამდენიმეს დაეხმარა, სადღაც გაჰყვა, პრობლემა მოუგვარა. ეს ამბავი უცებ გავრცელდა და მერაბის სახლს გაჭირვებული ადამიანების დიდი ტალღა მოაწყდა. მაშინ თქვა – “რას ვხედავ ამას! ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მერჩივნა ციხეში ვმჯდარიყავი, ვიდრე ის მენახა, რასაც ახლა ვხედავო“. ძალიან აწუხებდა ის, რომ ადამიანები თავიანთ წვრილმან პრობლემაზე შორს არ იხედებოდნენ. ანუ არ ფიქრობდნენ იმაზე, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. მიუხედავად ამისა, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველას ეხმარებოდა, დღე–ღამის ნებისმიერ დროს აკითხავდნენ სახლში”.
ერთმა ქალბატონმა მერაბს დაკარგული ძროხის პოვნაში დახმარებას სთხოვა – ”ძროხა დამეკარგა, შეიძლება ჩემმა მეზობელმა წაიყვანა და გთხოვ მაპოვნინეო”. მერაბი ამ ქალბატონის პრობლემას გულგრილი არ დაუტოვებია. დაკარგული ძროხის შესახებ ფიქრობდა: ”ახლა ამ ადამიანისთვის ძროხა არის მთავარიო”.
მერაბ კოსტავა საზოგადოების გამთლიანებისთვის იბრძოდა. 1989 წლის ზაფხულში ერთი სატელევიზიო პაექრობისას მერაბ კოსტავამ განაცხადა: თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდათ და ვეღარ ვპოვებდეთო.
ღალიძგის ხიდთან ერთ მხარეს თბილისიდან დაძრული ქართველები იდგნენ, მეორე მხარეს – კი რუსის ჯარი. ყველა ისეთ გულზე იყო, რომ ძალით შევარდნილიყვნენ. ეს იყო რუსეთის პროვოკაცია, რომელსაც ქართველები წამოეგებოდნენ. მერაბ კოსტავა ჩაუდგა წინ მომიტინგეებს და ყველას სთხოვა, რომ უკან გაბრუნებულიყვნენ. ქართველების მხრიდან ვიღაცამ გაისროლა. ბედად დროზე აუკრეს ხელი იარაღზე. არ წამოვეგეთ პროვოკაციაზე და რუსების გეგმები ჩაიფუშა იმ დროს. სწორედ 1 კვირის თავზე მოკლეს შემდეგ კოსტავა.
სიკდილამდე 1 დღით ადრე მერაბ კოსტავას ინიციატივით იქმნება საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი, რომელიც ითვალისწინებდა იმავე მიზნების აღსრულებას, რაც თავს იდო მე-19 საუკუნის II ნახევარში დიდი ილიას მიერ დაარსებულმა სათავადაზნაურო ბანკმა.
1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია – ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მამულიშვილი. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. იქვე განისვენებს მისი სულიერი ძმა ზვიად გამსახურდია.
მერაბ კოსტავა იშვიათი მუსიკალური მონაცემების მქონე, ნიჭიერი მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, პოეტი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და პედაგოგი იყო. მერაბ კოსტავას კალამს ეკუთვნის ნაწარმოებები: “ფიქრები საქართველოს მისიაზე”; “ფიქრები ქართულ კულტურაზე” და ა.შ. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მიენიჭა დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირის პრემიები.
ციცინო მაღლაფერიძე: “ლექსებს, რომ წერდა, ვიცოდით, მაგრამ ნანახი არ მქონდა. მერაბის ლექსები პირველად მაშინ წავიკითხე, როცა ციმბირიდან რუსულ ენაზე დაწერილი რამდენიმე ლექსი გამოგზავნა. იქიდან წერილების გამოგზავნა ქართულად ეკრძალებოდა და ამიტომ, წერილებსაც და ლექსებსაც რუსულად წერდა. ერთ–ერთ წერილში ამბობს – “ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ლექსს რუსულად დავწერდიო“. დედისადმი მიძღვნილი ერთი არაჩვეულებრივი ლექსი აქვს – “რადნაია რეჩ“.
1993 წლის სექტემბერში ქ. ზუგდიდში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის მეორე სესიამ მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
წყარო: 1) გამოყენებული ლიტერატურა: ნინო მიქიაშვილი – ინტერვიუ ციცინო მაღლაფერიძესთან, 26.05.2010
არისტოტელე იყო ბერძენი ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 384-322 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი წვლილი სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი ფილოსოფიისა და მეცნიერების განვითარებაში უზომოდ დიდია. მიიჩნევენ რომ მისი ნაშრომების დიდი ნაწილი დაკარგულია და მხოლოდ 1/3- მა თუ მოაღწია ჩვენამდე.
მსოფლიოს დიდ ადამიანებს შორის არისტოტელეს გამონათქვამები ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელია. მის გამონათქვამებს აქვს რაღაც განსაკუთრებული, რაც ყველასათვის ახლობელია და ისინი ნამდვილად გიბიძგებთ ფიქრისკენ.
იცოდით, თუ რას ფიქრობდა არისტოტელე სამყაროზე? არისტოტელეს სჯეროდა რომ სამყაროს არასოდეს ჰქონდა დასაწყისი და არასოდეს ექნება დასასრული. სამყარო მარადიული იყო.
არისტოტელე ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით 384 წელს დაიბადა ჩრდილოეთ საბერძნეთის ნაკევარკუნძულზე სტაგირუსში ექიმ ნიკომაჩუსა და მისი მეუღლის, ფაესტის ოჯახში.
არისტოტელეს ბავშვობის შესახებ ცნობები არ არის შემონახული, მაგრამ მამამისი ალბათ ეცდებოდა, რომ თავის შვილს მისი საქმიანობა განეგრძო. ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ არისტოტელეს მამამისთან ერთად უწევდა მოგზაურობა. რეგიონში არსებული არასასურველი მდგომარეობის გამო უკმაყოფილო ნიკომაჩუმ მეზობელ მაკედონიაში მოგზაურობა დაიწყო და ბოლოს და ბოლოს მაკედონიის მეფის ამინთას მე-3-ს პირად ექიმობასაც გამოჰკრა ხელი.
უცნობია მამასთან ერთად მაკედონიის დედაქალაქ პელაში მისი ოჯახიც გადავიდა თუ არა საცხოვრებლად, მაგრამ ცნობილია, რომ ახალგაზრდა არისტოტელეს დროის გარკვეული მონაკვეთი გატარებული აქვს პელაში, რადგან ის სხვაგვარად ვერ გახდებოდა მეფის ვაჟის ფილიპის მეგობარი, რომელიც ასაკით მისი თანატოლი იყო. მაშინ როცა არისტოტელე 10 წლის ბავშვი იყო, გარდაეცვალა მამა, რომელმაც მის შვილს ექიმის პროფესიის დაეუფლება დაუბარა. მამის გარდაცვალებიდან ცოტა ხანში არისტოტელეს დედაც მოუკვდა და მისი აღზრდა ბიძამ პროქსენუს ატარნეუსმა იკისრა. მან განაგრძო არისტოტელესთვის განათლების მიცემა და მას ბერძნული ენა, რიტორიკა და პოეზია შეასწავლა.
არისტოტელე და პლატონი
დაახლოებით 17 წლის ასაკში არისტოტელე ათენში პლატონის აკადემიის სტუდენტი გახდა. იმ დროისთვის პალტონი არ იმყოფებოდა იქ, მისი სირაკუზაში პირველი ვიზიტის გამო და აკადემიას ეუდოქსუსი ხელმძღვანელობდა. სხვა პედაგოგები პლატონის ძმისშვილი სპეუსიპუსი და ქსენოკრატე იყვნენ.
არისტოტელე ისეთი შთამბეჭდავი სტუდენტი იყო, რომ სულ მალე თავად გახდა მასწავლებელი და აკადემიაში 20 წელი დაჰყო. ვარაუდობენ, რომ ის აკადემიაში რიტორიკასა და დიალოგს ასწავლიდა.
ბურუსითაა მოცული თუ რამ აიძულა არისტოტელეს აკადემიიდან წამოსვლა. ზოგიერთი ცნობით, მას შემდეგ, რაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 347 წელს, პლატონის გარდაცვალების შემდეგ აკადემიის ხელმძღვანელობა სპეუსპიუსმა განაგრძო, შესაძლოა არისტოტელე არ ეთანხმებოდა სპეუსპიუსის შეხედულებებს ან იმედოვნებდა, რომ პლატონის შემცვლელად თავად მას დაასახელებდნენ. სხვა ვერსია არისტოტელეს ძველ მეგობარს ფილიპს უკავშირდება.
ჩვ. წ. 359 წელს მისი უფროსი ძმის პერდიკასის ილირიანთა შემოსევის დროს დაღუპვის შემდეგ მაკედონიის სამეფო ტახტზე ფილიპი ავიდა. ფილიპი მოხერხებული მმართველი იყო, რომელმაც არა მხოლოდ თავის სამეფოში შეინარჩუნა მშვიდობა, არამედ ის სამეზობლოში, მისი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთაც განავრცო. ჩვ.წ. 348 წელს ფილიპმა დაატყვევა ოლინტუსი და ჩალკიდიკეს ანექსირება მოახდინა. მაკედონიის გაფართოება საფრთხეს უქმნიდა ათენს და შესაძლებელია არისტოტელეს სახიფათო მმართველთან, ფილიპთან მეგობრობა აკადემიიდან მისი პოლიტიკური მოტივით წამოსვლას უკავშირდებოდეს. როგორც ჩანს, არისტოტელესთან ერთად აკადემია ქსენოკრატესაც დაუტოვებია.
არისტოტელე ათენიდან ასოსში გაემგზავრა, სადაც მას მმართველმა ჰერმიას ატარნეუსმა თბილი დახვედრა მოუწყო. ბევრს სჯერა რომ იგი მაკედონიის მეფის მოქმედი ელჩი იყო იქ. ასეა თუ ისე, ცნობილია, რომ მას ასოსში განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ.
არისტოტელე იქ დაქორწინდა პითიასზე, ჰერმიასის დაახლოებით იმ დროისთვის 18 წლის ნაშვილევ და მშვენიერ გოგოზე. მათ ერთი შვილი, გოგონა ეყოლათ, რომელსაც ასევე პითიასი დაარქვეს. ქორწინებიდან 10 წლის შემდეგ არისტოტელეს მეუღლე გარდაიცვალა.
ჰერმიასმა ასოსში ფილოსოფოსების ჯგუფი შეკრიბა და მათი ლიდერი არისტოტელე გახდა. მამის წყალობით იგი ძალზე დაინტერესებული იყო ანატომიითა და ბიოლოგიით და ჩინებული დამკვირვებელი იყო. როგორც ჩანს ამ წლებში მან ასევე დაიწყო წერა პოლიტიკასა და სამეფო ცხოვრებაზე, მაგრამ სამწუხაროდ ამ ნაშრომებს ჩვენამდე არ მოუღწევია. როცა ასოსს თავს სპარსელები დაესხნენ და ჰერმიასი დაატყვევეს, არისტოტელე და მეცნიერები დამპყრობლებს კუნძულ ლესბოსზე გაექცნენ და იქ განაგრძეს სამეცნიერო საქმიანობა. მათ ლესბოსზე დაახლოებით ერთი წელი დაჰყვეს.
მაკედონიაში დაბრუნება
ჩვ. წ. 346 წელს ფილიპმა ათენთან ხელშეკრულება გაფორმა. ლესბოსზე ერთი წლის ცხოვრების შემდეგ არისტოტელე და სხვა მეცნიერები მაკედონიაში გადავიდნენ საცხოვრებლად და იქ ცნობილმა ფილოსოფოსმა 7 წელი დაჰყო. მაშინ როცა ბევრს სჯერა, რომ იგი ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი იყო, ეს შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სიმართლეს.
თუმცა ის, რომ ფილიპი იმედოვნებდა ათენის აკადემიის ხელმძღვანელის პოსტზე მისი ძლიერი ოპონენტის სპეუსიპუსის არისტოტელეთი ჩანაცვლებას შეძლებდა, სიმართლე უნდა იყოს.
ჩვ. წ. 340 წელს მაკედონიასა და ათენს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ნგრევა დაიწყო. როცა მომდევნო წელს, სპეუსიპუსის სიკვდილის შემდეგ, ათენის აკადემიის ხელმძღვანელის არჩევნები დაინიშნა, ამ პოსტზე არისტოტელე არ იქნა არჩეული. რექტორის თანამდებობა ქსენოკრატეს ერგო. შესაძლოა, რადგანაც ფილიპმა არისტოტელეს ვერ გაუნაღდა ადგილი აკადემიაში, სადაც ფიქრობდა რომ ის მისი თოჯინა იქნებოდა, მან არისტოტელესადმი შემდგომი მხარდაჭერის ინტერესი დაკარგა. არისტოტელე სტაგირუსში თავის მშობლიურ სახლში მის ფილოსოფოს მეგობრებთან და მეცნიერებთან ერთად დაბრუნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელმეორედ მას არასოდეს უქორწინია, მან სტაგირუსში გაიცნო ქალი სახელად ჰერპილისი, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და რომელმაც მას ვაჟი გაუჩინა. არისტოტელემ შვილს მამამისის სახელი, ნიკომაჩუსი დაარქვა.
პოლიტიკაში კარგად გათვითცნობიერებული არისტოტელე ფილიპის შვილის, ალექსანდრე მაკედონელის მხარდამჭერი იყო. როგორც ბრწყინვალე სტრატეგი, ალექსანდრე თავისი სამეფოს გაფართოებას მშვიდობიანი საშუალებებით ცდილობდა და ეს აკადემიის მხარდაჭერასაც მოიცავდა. იგი არისტოტელეს ათენის აკადემიის საპირწონედ ახალი უმაღლესი განათლების კერის შექმნაში დაეხმარა. არისტოტელემ ათენში ლიცეუმი დაარსა და თავად კითხულობდა ლექციებს უამრავ სხვადასხვა საგანში, ისეთებში როგორიცაა ლოგიკა, ფიზიკა, ასტრონომია, მეტეოროლოგია, ზოოლოგია, მეტაფიზიკა, თეოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკა, ეკონომიკა, ეთიკა, რიტორიკა და პოეზია. დღეს ხშირად იმართება დისკუსია იმის თაობაზე, რომ დღემდე მისი სახელით ცნობილი ნაშრომები მისი დაწერილია თუ მისი მიმდევრების.
არისტოტელემ მისი დროებისთვის არაერთი სიახლე დანერგა, მაგრამ ორი მიმართულება, სადაც მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ეს ფიზიკა და ასტრონომია იყო.
არისტოტელეს ცხოვრებაში იქეთ-აქეთ ხეტიალი არაერთხელ მოუწია. ჩვ. წ.-მდე 232 წელს ალექსანდრე დიდი გარდაიცვალა. მაკედონიასთან მისი კავშირების წყალობით, არისტოტელე იძულებული შეიქნა განცალკევებულიყო ჩალკისში, დედამისის მშობლიურ მხარეში, სადაც ის საცხოვრებლად იმ სახლში გადავიდა, რომელიც ჯერ კიდევ დედამისის ოჯახს ეკუთვნოდა. იგი ერთი წლის შემდეგ, 62 წლის ასაკში სწორედ იქვე გარდაიცვლა. გარდაცვალებამდე არისტოტელე მუცლის ტკივილებს უჩიოდა.
არისტოტელეს გამონათქვამები
ბუნებით ყველა კაცს ცოდნა სწადია.
ყველა ანაზღაურებადი სამსახური შთანთქავს და აქვეითებს გონებას.
სიბერის საუკეთესო უზრუნველყოფა განათლებაა.
ისინი, ვინაც იციან, მოქმედებენ, ისინი კი ვისაც ესმით, ასწავლიან.
განათლება კეთილდღეობისას ჩუქურთმაა და გაჭირვებისას თავშესაფარი.
ჩემი საუკეთესო მეგობარი ისაა, ვინც მე საუკეთესო სურვილებს ჩემი გულისთვის მისურვებს.
საფუძვლიანი ცოდნის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნიშანი სწავლების უნარია.
განათლებული ადამიანი გაუნათლებელისაგან იმდენად განსხვავდება, რამდენადაც ცოცხალი კაცი გარდაცვლილისაგან.
უდიდესი ღირსებითა და სათნოებით ისინი არიან შემოსილნი, ვინც ყველაზე მეტად სასარგებლონი არიან სხვებისათვის.
გონების განათლება გულის განათლების გარეშე საერთოდ არ არის განათლება.
შენ ვერაფრის გაკეთებას შეძლებ ამ ქვეყნად გამბედაობის გარეშე. ღირსების შემდეგ გამბედაობა გონების ყველაზე დიდი თვისებაა.
მეგობრებს შორის მართლმსაჯულების საჭიროება არ არსებობს.
მატყუარებს, როცა ისინი საუბრობენ, სიმართლის არ სჯერათ.
უთანასწორობის ყველაზე უარესი ფორმაა ეცადო არათანასწორი რაღაცეები თანასწორად გარდაქმნა.
ჩაწვდომა ტანჯვას წარმოშობს.
ეშმაკი კაცთა მოდგმას ერთად უყრის თავს.
იმედი მღვიძარე კაცის ოცნებაა.
არავის უყვარს ის კაცი ვისიც ეშინიათ.
სამსახურში სიამოვნების განცდა სამუშაოს შესრულების ხარისხს აუმჯობესებს.
კარგად დაწყებული საქმე ნახევრად გაკეთებულს უდრის.
ბუნება არაფერს არ სჩადის ტყუილ-უბრალოდ.
კანონი მიზეზია ვნებებისაგან გასათავისუფლებლად.
ახალგაზრდობის მოტყუება ძალიან ადვილად შეიძლება, რადგან ის მალე იჯერებს.
არის ისეთი სამსახურები, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ უმწიკვლონი იყვნენ.
ზოგადად ადამიანები იძულებენ იმას, ვისაც ეპირფერებიან.
ქორწინებისათვის შესაფერისი ასაკი არის, დაახლოებით 18 წელი გოგონებისათვის და 37 წელი მამაკაცებისთვის.
ჯიუტი ადამიანები შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად: თავდაჯერებულებად, უვიცებად და უზრდელებად.
ანტიკური კანონები კვლავ დიდი ხნის განმავლობაში რჩება მოქმედებაში, მიუხედავად იმისა რომ ხალხს აქვს მათი შეცვლის შესაძლებლობა.
ძალზე ხშირად კარგ რამეებს საზიანო შედეგები მოაქვს. არის მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ გაანადგურა ფულმა ესა თუ ის ადამიანი, ანდა როგორ იმსხვერპლა ისინი გაბედულებამ.
გიორგი სააკაძე – გმირი თუ მოღალატე?!
გიორგი სააკაძე წოდებრივი წარმომავლობით აზნაურთა წრეს ეკუთვნოდა. იგი დაახლოებით 1580 წელს დაბადებულა შიდა ქართლში, ატენის ხეობის სოფელ ფელში; მამა სიაუში, დედა – თამარი (ბარათაშვილის ქალი). გიორგის ჰყავდა სამი ძმა და ერთი და.
სიმონ პირველის მეფობის დროს (1556-1600 წ.წ.) სააკაძეებს დიდი თავადობის პრეტენზიები გაუჩნდათ. სიმონ მეფისა და გიორგი X-ის (1600-1606 წ.წ.) მიერ დაწინაურებული სააკაძე კი უკვე ნამდვილად დიდ ფეოდალად იქცა. იგი თეძმის ხეობაში ჩასახლდა, თავის რეზიდენციად აქცია სოფელი ნოსტე, სადაც სასახლე, ციხესიმაგრე და ეკლესია ააშენა. სოფელ ერთაწმინდაში კი საგვარეულო ეკლესია და ძვალშესალაგი გამართა.
„გათავადებულმა აზნაურმა“ გიორგი სააკაძემ ცოლად შეირთო ნუგზარ არაგვის ერისთავის ასული მარეხი, რომლისგანაც შეეძინა რვა შვილი – ხუთი ვაჟი და სამი ასული.
ტფილისისა და ქართლის მოურავს გიორგი სააკაძეს ეკუთვნოდა დიდი რაოდენობით სოფლები თეძმის, მანგლისის, ატენის, ალის (ნაბახტევი, კლდისწყარო) ხეობებში, ტფილისთან და ქვემო ქართლში.
ამის გამო, ამბიციურ მოურავს ბევრი მოშურნე და მტერი გაუჩნდა დიდგვაროვან თავადებს შორის. განსაკუთრებით მტრობდნენ მას შადიმან ბარათაშვილი, ფარსადან ციციშვილი და ქაიხოსრო ჯავახიშეილი. ისინი სააკაძეს მედროვედ მიიჩნევდნენ.
გიორგი სააკაძის სახელმა ძლიერად პირველად ტაშისკართან (ხაშურის რაიონში) გაიელვა. იდგა 1609 წლის თიბათვე (ივნისი). სამცხეში შემოიჭრნენ თურქები და ყირიმელი თათრები. ახალციხის აღების და გაძარცვის შემდეგ თრიალეთის გზით მტერი ქართლში შეიჭრა. მეფე ლუარსაბ მეორე (1606-1614 წ.წ.) მცირე ამალით ცხირეთის საზაფხულო რეზიდენციაში იდგა და მოურავ გიორგი სააკაძესთან და სარდალ ზაზა ციციშვილთან თათბირობდა.
თურქებს ლუარსაბის შეპყრობა და ქართლის მოოხრება სურდათ, მაგრამ თევდორე ბერის გმირობის წყალობით, ეს გეგმა ჩაეშალათ. როცა სააკაძემ და ციციშვილმა შეიტყვეს მტრის შემოსევის ამბავი, სასწრაფოდ შეკრიბეს ჯარი, მტერს სხერტის ჭალასთან შეებნენ და დაამარცხეს. ამის შემდეგ, თურქებმა გეზი გორისა და ხაშურისაკენ აიღეს. ტაშისკართან, ქვიშხეთის ახლოს, ნახვეტას მინდორზე მათ გზა გადაუკეტეს ქართველებმა. 27 ივნისს 50 ათასზე მეტ თურქს 10 ათასი ქართველი დაუპირისპირდა. ლუარსაბ მეფემ სარდლობა მიანდო გიორგი სააკაძეს და მანაც მარტივი, მაგრამ თამამი ტაქტიკით სასტიკად დაამარცხა თურქთა მრავალრიცხოვანი ჯარი.
1611 წლის შემოდგომაზე ლუარსაბ მეფემ ცოლად შეირთო გიორგი სააკაძის და. მეფესთან დამოყვრებამ ახალი ასპარეზი გადაუშალა მოურავს. სააკაძის მოწინააღმდეგე თავადებმა მწვავედ განიცადეს „უგვარო ქალის“ დედოფლად დასმა და ლუარსაბ მეფესთან სააკაძის ბეზღობა იწყეს. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში უჩიჩინებდნენ მეფეს თავიდან მოეშორებინა „უჯიშო დედოფალი“ და მოეკლა გიორგი სააკაძე.
მეფემ თავადთა ზეწოლას ვეღარ გაუძლო, ცოლი გაუშვა და სააკაძის მოკვლაზეც დათანხმდა. მაგრამ ფარეშთუხუცესმა ბააკა ხერხეულიძემ სააკაძე გააფრთხილა და მანაც ცოცხალმა გაასწრო – ცოლ-შვილთან ერთად ირანს გაიქცა შაჰ-აბას I (1587-1629 წ.წ.) კარზე.
თავადებმა შადიმან ბარათაშვილის მეთაურობით მიწასთან გაასწორეს სააკაძის კარ-მიდამო. თავისი ნების საწინააღმდეგოდ 1612 წელს ირანს გადახვეწილი გიორგი სააკაძე შაჰის სამსახურში ჩადგა. იგი ირანში თავის შესაფარებლადაც წავიდა და თავგასულ თავადებზე შურის საძიებლადაც. შაჰის კარზე გიორგიმ სარწმუნოება გამოიცვალა – მუსულმანი გახდა და თავის დროს უცდიდა.
ეს დროც დადგა. თურქეთთან დაზავების შემდეგ (1612 წ.)შაჰმა ქართლ-კახეთისათვის მოიცალა. მან მიზნად დაისახა ამ ორი ქართული სამეფოს ცალ-ცალკე განადგურება, გაძარცვა, მოსახლეობის აყრა და ირანში გადასახლება, ხოლო მათ ნაცვლად თურქული ტომების ჩამოსახლება.
1614 წელს შაპ-აბას I კახეთში ლაშქრობა გადაწყვიტა. სომეხი ისტორიკოსის არაქელ თავრიზელის თქმით, შაჰმა ჯარები შეაგროვა და საქართველოსაკენ გამოეშურა. მას თან ახლდა მოურაეი გიორგი სააკაძე, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს უცდიდა თავის მტრებზე შურის საძიებლად. ირანში ბევრი რამ გადააფასა და მიხვდა, რომ შაჰ-აბასი ყველას თავისი მიზნებისათვის იყენებდა. მართალია, გიორგი მაინც წამოყვა მეგზურად და მრჩევლად შაჰს (აქვე უნდა ითქვას, რომ მაშინ საქართველოში ლაშქრობას თავი აარიდეს ასევე გათათრებულმა ქართველებმა – იმამ-ყული-ხანმა და დაუდ-ხან უნდილაძეებმა, რომელთა მამა ალავერდი-ხან-უნდილაძე შაჰის მარჯვენა ხელი იყო და თავადაც აბას I სამსახურში იდგნენ.
მემატიანის თქმით, სააკაძე ურჩევდაო შაჰს, რომ „ზაფხული გასულიყო, ზამთარი დამდგარიყო, ტყეში ხეებს ფოთლები გადასცვენოდა, რომ სპარსთა ჯარს გაადვილებოდა ცხენებით სიარული და შესვლა ქართველთა ქვეყანაში“ (იგივე ცნობა გაიმეორეს ისტორიკოსებმა ბერი ეგნატაშვილმა და ვახუშტი ბაგრატიონმა). შაჰი ზამთარში კი წამოვიდა კახელთა დასასჯელად, მაგრამ ძირითადი ბრძოლები მაინც მარტში გაიმართა (თუმცა ამას არავითარი შეღავათი არ მიუცია კახეთისათვის). შაჰ-აბასმა კახეთი მიწასთან გაასწორა, 80 ათასი კახელი დაატყვევა და ირანს გააგზავნა. შემდეგ იგი ქართლში გადავიდა. კახეთის მეფე თეიმურაზ I და ქართლის მეფე ლუარსაბ II იმერეთს გაიქცნენ იმერთა მეფესთან, გიორგი III-თან თავის შესაფარებლად. შაჰ-აბასი დაჟინებით მოითხოვდა ორივე მეფის მისთვის გადაცემას. ერთხანს მეფეები უარზე იდგნენ, მაგრამ შემდეგ ლუარსაბ მეფე თავისი ნებით წამოვიდა და შაჰს ჩაბარდა. ახალგაზრდა გმირმა ამით ქართლს აარიდა ისეთივე აოხრება, რაც კახეთს ხვდა წილად. შაჰ-აბასმა იგი ტყვედ წაიყვანა ირანში და გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზედაც ლუარსაბმა კატეგორიული უარი განაცხადა. ჯერ-ჯერობით ის ციხეში გამოჰკეტა ირანის მბრძანებელმა. ლუარსაბ მეფეს მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ მის მაგივრად შაჰმა ქართლის დროებით მმართველად ჯერ ფარსადან ციციშვილი, მერე კი ბაგრატ-ხანი (სვიმონ მეფის მოღალატე ძმის დაუდ ხანის ვაჟი) დანიშნა. ამან ძალზე გაანაწყენა გიორგი სააკაძე, რომელსაც შაჰი მანამდე ჰპირდებოდა ქართლის მმართველობას. მეტი გზა არა ჰქონდა სააკაძეს – ჩაყლაპა ეს წყენა. მან ლუარსაბ მეფის ალტერნატივის ძიება და შაჰისთვის შეთავაზება იწყო. 1615 წელს კახელები აუჯანყდნენ შაჰ-აბასს და ალავერდში მდგარი ციხიონი მთლიანად გაჟლიტეს. შაჰმა კახეთის საბოლოოდ მოთხრა გადაწყეიტა 1616-17 წლებში კიდევ სამჯერ დალაშქრა და მართლაც ენით აუწერელი უბედურება დაატრიალა ამ მდიდარ და ლამაზ მხარეში (ყველა ლაშქრობის დროს მას თან ახლდა სააკაძე).
კახეთის მოსახლეობის მესამედი ამ ბრძოლებში გაწყდა, ნახევარი კი ირანში იქნა გადასახლებული – სულ ნახევარ მილიონამდე ადამიანი შეეწირა ამ გამანადგურებელ ლაშქრობებს (მანამდე შაჰმა მოტყუებით მძევლად ხელთ იგდო თეიმურაზ I-ის დედა, ქეთევან დედოფალი და მისი ორი ვაჟი და ტყვედ გაგზავნა ირანში. შაჰ-აბასმა მოოხრებულ კახეთში თურქმანული ტომების ჩამოსახლება დაიწყო (სხვათა შორის, 1605 წელს 350 ათასი სომეხიც გადაასახლა შაჰმა ირანში, ასევე მოექცა აზერბაიჯანელებსაც).
1619 წელს ბაგრატ-ხანი გარდაიცვალა და ქართლის მმართველად შაჰ-აბასმა მისი უნიჭო ძე სიმონ-ხანი დანიშნა, თანაშემწედ კი გიორგი სააკაძე დაუდგინა. რეალურად ქართლს სააკაძე მართავდა, მას ეკითხებოდა ყოველი საქმე. სააკაძე კარგად მიხვდა თავის შეცდომას (ვინც უცხო მეფეთათვის თავს გადადებს, ის ყოველთვის ცუდად დაამთავრებს თავის ცხოვრებას) და თავის ძველ მტრებს – ციციშვილებს, ბარათაშვილებს და ჯავახიშვილებს შეურიგდა, თუმცა ლუარსაბ მეფის მიმართ ბოღმა არ განელებია და გარკვეული წვლილიც შეიტანა მის დაღუპვაში 1622 წელს.
ლუარსაბ მეორემ, 24 წლის შემკობილმა და მშვენიერმა ვაჟკაცმა, ბოლომდე უერთგულა თავის ქვეყანას და სარწმუნოებას და „ვითარცა მწყემსმან დადვის სული თვისი ცხოვართა თვისთათვის“. ქართულმა ეკლესიამ ლუარსაბ წამებული წმინდანად შერაცხა და ამით უკვდავყო მისი ხსოვნა.
1623 წელი თითქმის მთლიანად ირანში დაჰყო სააკაძემ: გაზაფხულზე მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ყანდაჰარის (ავღანეთშია) აღებაში, შემოდგომაზე კი ყარჩიხა-ხანთან ერთად ერაყში ილაშქრა და ბაღდადი და ქურთისტანი დაუმორჩილა შაჰს (შაჰმა მთავარსარდლობა და ბაღდადის აღების პატივი მთლიანად ყარჩიხა-ხანს მიაწერა, რითაც ძალზე გააბოროტა სააკაძე).
შაჰ-აბასი ქართლ-კახეთის ერთხელ და სამუდამოდ ამოსაგდებად ემზადებოდა. ლუარსაბ მეორის მოკვლის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ქეთევან დედოფლის საკითხი, რომელიც, უკვე ათი წელი იყო, რაც შირაზში „საპატიო ტყვედ“ ჰყავდა შაჰს. ქეთევანი ვერც მუქარით შეაშინა, ვერც ქრთამით დაიყოლია – ქრისტიანობაზე უარი ვერ ათქმევინა.
გამძვინვარებულმა შაჰმა მისი სასტიკი წამება და სიკვდილი ბრძანა და 1624 წლის სექტემბერში გმირი დედოფალი სასტიკი წამებით მოკლეს. ქართულმა ეკლესიამ ქეთევან წამებულიც წმინდანად შერაცხა.
ლევან სანიკიძე თავის „უქარქაშო ხმლებში“ (ტ.3, გვ. 228) მიუთითებს, რომ ქეთევან დედოფლის წამების დროს სააკაძე ირანში, შაჰის კარზე ყოფილა. არსებობს კათოლიკე მამის ამბროსიო დუშ ანჟუშის ცნობა, რომელიც ეხება ქეთევან დედოფლის წამებას. ამ წყაროს მიხედვით, როცა შაჰ-აბასმა მოისმინა სარწმუნოებისათვის ქეთევან დედოფლის თავდადების ამბავი, მობრუნებია იქვე მდგომ სააკაძეს და უყვირია: „დიახ, ის ქალბატონი დაიღუპა თავისი სარწმუნოებისათვის და არა ისე, როგორც შენ და სილა გაარტყა მოურავს“ (ი. ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში. ტ. II, 1986).
1624 წლის ბოლოს შაჰმა საბოლოოდ გადაწყვიტა ქართლ-კახეთის მიწასთან გასწორება და ამისათვის საგანგებო მზადება დაიწყო. ლაშქრობის ნამდვილი მიზანი რომ შეენიღბა, მან ქართლის მმართველს სიმონ ხანს ცოლად მისცა თავისი შვილიშვილი. ახალშეუღლებულნი უნდა წასულიყვნენ ტფილისში და თან უნდა გაეყოლებინათ სპარსული მხედრობა – ვითარცა მაყრიონი. შაჰი კვლავ არ ენდო სააკაძეს და მთავარსარდლად ისევ ყარჩიხა-ხანი (გათათრებული სომეხი) დანიშნა. მეტიც, მან ირანში მძევლად დაიტოვა სააკაძის შვილი პაატა და სააკაძის სიმამრის ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე (შაჰი ალბათ ფიქრობდა, რომ რაკი სააკაძემ გაიმეტა ლუარსაბ მეფე, თავისი მბრძანებელი, შეიძლება იგივე გაეკეთებინა შაჰისთვისაც).
1625 წლის მარტში ტფილისში ნეფე-პატარძალი და ურიცხვი „ლაშქარ-მაყრიონი“ მოვიდა. ქორწილის დამთავრების შემდეგ მარჩიხა-ხანმა ჯარი ჯერ აღაიანის ველზე დააბანაკა, მერე კი მარტყოფის ველზე განალაგა. კახეთში ბრძანება გააგზავნა, რომ კახთა ლაშქარი დაუყოენებლივ გამოცხადებულიყო. როცა კახელები მოვიდოდნენ, ისინი ერთიანად უნდა ამოეწყვიტათ, მერე კი ქართლის აოხრებას შესდგომოდნენ, სააკაძემ იცოდა, რომ ცბიერი შაჰი მას არ ენდობოდა. ეს ეჭვი კიდევ უფრო განუმტკიცა მის მიერ ლოჭინის ხეობაში შაჰის მალემსრბოლის შეპყრობამ, რომელსაც შაჰის წერილი მოჰქონდა ყარჩიხა-ხანთან. შაჰ-აბასი თავის ერთგულ სარდალს ავალებდა, რომ ამოეწყვიტა კახელები, ქართველები კი აეყარა და ირანში გაესახლებინა, სააკაძე მოეკლა და ირანში მისი თავი გაეგზავნა. სააკაძემ სასწრაფოდ შეკრიბა ქართლის თავადები, სასულიერო პირნი და შაჰის მალემსრბოლისთვის წართმეული წერილი წაუკითხა ყარჩიხა-ხანის იდუმალ. ყველა მიხვდა კარს მომდგარ საფრთხეს, გიორგიმ დაიყოლია ზურაბ არაგვის ერისთავიც და ყარჩიხა-ხანის ლაშქრის წინააღმდეგ აჯანყება გადაწყვიტეს. აჯანყების დღედ დათქვეს 1625 წლის 25 მარტი, ხარება დღე.
ამ დღეს ქართველებმა გიორგი სააკაძის ჭკვიანური საომარი ტაქტიკისა და გამბედაობის, აგრეთვე ქართველ მოლაშქრეთა თავდადების წყალობით თითქმის მთლიანად ამოწყეიტეს შაჰის 30 ათასიანი არმია. თავად სააკაძემ საკუთარი ხელით განგმირა ყარჩიხა-ხანი და იუსუფ-ხანი, ხოლო მისმა მხლებლებმა დანარჩენი ირანელი სარდლები. მარტყოფის გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართლ-კახეთის და მთლიანად საქართველოსათვის. ამ გამარჯვებამ მათ თავიდან ააცილა გათათრების და აყრა-გადასახლების საფრთხე და საკუთარი ძალა არწმუნებინა. მალე ქართველებმა მთელი ქართლ-კახეთი გაწმინდეს ირანელებისაგან სააკაძის მეთაურობით. სააკაძემ გონიოში შეფარებულ კახთა მეფეს თეიმურაზს წერილი გაუგზავნა და ქართლ-კახეთის ტახტზე მეფედ მოიწვია.
სააკაძეზე და ზურაბ ერისთავზე განრისხებულმა შაჰ-აბასმა თავი მოჰკვეთა სააკაძის უმცროს ვაჟს პაატას, რომელიც ტარიგად შეეწირა თავის სამშობლოს.
მარტყოფის გამარჯვებამ და პაატას სიკვდილმა ხალხი საბოლოოდ შემოაბრუნა სააკაძისკენ და აპატია მას რენეგატობა და კონდოტიერობა*.
ასეთი დიდი მარცხი ჯერ არავისთან მოსვლია შაჰ-აბასს. მან გადაწყვიტა ქართველები საბოლოოდ მოესპო. შაჰმა ქართლში დიდი ლაშქრით გამოაგზავნა თავისი სიძე ისა-ხან ყოჩიბაში. ჯარმა 1625 წლის ივნისის ბოლოს სოფელ მარაბდასთან დაიბანაკა.
1 ივლისს მარაბდის ველზე 50 ათასი ირანელი 20 ათას ქართველს დაუპირისპირდა. დიდებულთა უმრავლესობამ და თავად სარდალმა თეიმურაზ მეფემ არ მიიღეს სააკაძის სწორი საომარი ტაქტიკა და შეტევაზე გადავიდნენ. მართალია, ქართველებმა თავიდან სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ ირანელებს მიეშველა აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ ბენდე-ხანი თავისი მხედრობით. ქართველები დამარცხდნენ. 10 ათასი ქართველი და 14 ათასი ირანელი ესვენა მარაბდის ველზე. ბრძოლაში გმირულად დაეცა ცხრა ძმა ხერხეულიძე. გადარჩენილმა ქართველებმა უკან დაიხიეს და გაიფანტნენ.
გიორგი სააკაძემ პატარ-პატარა რაზმები შემოიკრიბა და პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა დამპყრობთა წინააღმდეგ. მან შეძლო ქსანთან ირანელთა 12 ათასიანი ჯარის განადგურება. მალე სააკაძემ თავისი რაზმებით ირანელები სამცხე-ჯავახეთიდანაც გაყარა და ირანის წინააღმდეგ მომხრობის მიზნით იქ თურქთა სულთანი მიიწვია (!). ეს კი არასწორი ნაბიჯი იყო (საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სააკაძე ძლიერი სარდალი იყო, მაგრამ პოლიტიკაში საკმაოდ მოიკოჭლებდა). თურქები სამცხეში კი შემოვიდნენ, მაგრამ სააკაძის დასახმარებლად ხელიც არ გაუნძრევიათ. სააკაძემ კვლავ განაგრძო ბრძოლა ირანის წინააღმდეგ და გორის, ბირთვისის და ლორეს ციხეები გამოსტაცა მათ. ამასობაში შაჰ-აბასმა ტაქტიკა შეცვალა და თეიმურაზ მეფესთან ზავი დადო. ეს აღარ მოეწონა სააკაძეს და იმერეთში გადავიდა, დაუმძახლდა იმერთა მეფეს გიორგი მესამეს და თანაც შეჰპირდა მისი ვაჟის მეფედ დასმას ქართლ-კახეთში თეიმურაზის ნაცვლად. თეიმურაზს ისედაც არ მოსწონდა, რომ რეალური ძალაუფლება სააკაძის ხელში იყო და როცა სააკაძის ახალი გეგმის შესახებ შეიტყო, ფრიად განრისხდა – ფაქტი იყო, რომ სააკაძე ძაღლად აღარ აგდებდა თეიმურაზ მეფეს. ამ უნდობლობამ და დაპირისპირებამ გამოიწვია უდიდესი უბედურება – სამოქალაქო ომი, ანუ ქართველები საჟლეტად დაერივნენ ერთმანეთს. ეს ყველაფერი 1626 წლის შემოდგომაზე ბაზალეთის ტბასთან მოხდა, გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფის წინააღმდეგ გამოსვლა სააკაძის დიდი შეცდომა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაპირისპირებაში გარკვეულწილად თეიმურაზიც სცოდავდა, სააკაძე მაინც მეფის ქვეშევრდომი იყო და მეტი დათმობა და შეგნების გამოჩენა მართებდა, ეს კი ძალაუფლებით „მთვრალმა“ სააკაძემ არ გაითვალისწინა და თავის მომხრეებთან ერთად დამარცხდა კიდეც. ამ ბრძოლაში დაიღუპა და დაიჭრა ასობით ადამიანი და, რაც ყველაზე დიდი უბედურება იყო, დაიშალა ქართველთა ერთობა.
თეიმურაზზე შურისძიებით აღვსილი სააკაძე მომხრეებით ჯერ სამცხეში გადავიდა, იქიდან კი თურქეთის სულთანს ეახლა, კვლავ „გათათრდა“ და თავისი სამსახური შესთავაზა ირანის წინააღმდეგ, სამაგიეროდ კი ჯარი სთხოვა საქართველოს „გამოსახსნელად“. ამით მან კვლავ გაიამეორა ძველი შეცდომა. თურქეთის სულთანს სულ სხვა გეგმები ჰქონდა – მას სააკაძე ირანის წინააღმდეგ სარძოლველად სჭირდებოდა და არა საქართველოს საშველად. ამასთან შაჰ-აბასის მაგალითიც წინ ედგა სულთან მურად IV-ს. სააკაძე კარგად მიიღეს, ყარამანიის ვილაიეთიც უბოძეს, დიდვეზირის ხუსრევ-ფაშას მარჯვენა ხელადაც დანიშნეს, მაგრამ ბოლომდე, როგორც ჩანს, არ ენდობოდნენ და თვალს ფხიზლად ადევნებდნენ. სააკაძემ თურქეთშიც დიდი სახელი გაითქვა, მაგრამ მოშურნენიც ბევრი გაიჩინა. როცა მიხვდა, რომ თურქეთის სულთანს მისთვის „არ ეცალა“, მან ქართლში გაქცევა გადაწყვიტა. ის და მისი მხლებლები, ორმოცდაათამდე ქართველი, მათ შორის მისი ვაჟი ავთანდილიც, შეიპყრეს და ყველანი სიკვდილით დასაჯეს. გიორგი სააკაძის კეთილშობილური განზრახვა საქართველოს გაერთიანებისა ნაადრევი აღმოჩნდა და, დაშვებული შეცდომების გამო, მარცხით დამთავრდა. საქართველოს ერთიანი სხეული მაშინ ძლიერ იყო დარღვეული. უცხო, მტრულთ (თუნდაც ერთმორწმუნე) ძალებით მხოლოდ პირადი ძალაუფლების და სიმდიდრის მოპოყება შეიძლება და არა სმშობლოს ჭეშმარიტი გამოხსნა. ამადაც ამბობდა დიდი ბაირონი: „ვაგლახ! მას სჯერა ეს ზღაპარი, რომ მის სამშობლოს გამოიხსნის გადამთიელი“.
სააკაძეზე უამრავი ნაშრომი და ნარკვევია დაწერილი: ზოგი მას ქვეყნის მხსნელად და ეროვნულ გმირად თვლის, ზოგი მოღალატედ და კონდოტიერად, ხოლო ზოგი არც მოღალატედ და არც გმირად, უბრალოდ, ტრაგიკულ პიროვნებად მიიჩნევს მას. ფაქტი ერთია – სააკაძეს დიდი დამსახურებაც მიუძღვის თავის ქვეყნის წინაშე (ტაშისკარის, მარტყოფის, ქსნის ბრძოლების მოგება, შვილის – პაატას გაწირვა სამშობლოსათვის) და დიდი შეცდომებიც აქვს დაშვებული (კახეთში შაჰის მეგზურობა, ლუარსაბის „დაღუპვა“, სამოქალაქო ომის გაჩაღება ბაზალეთთან, სუსტი და მერყევი პოლიტიკა). ამადაც უწოდებდა ილია ჭავჭავაძე მას „ავკარგიან კაცს“ და მიუთითებდა „მის ავად და კარგადაც აღსახსნელ დიდ საქმეებზე“. ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს „უძღები შვილი“ გმირად თუ არა, მოღალატედ მაინც არ მივიჩნიოთ.